არჩილ ხანდამაშვილი: ჩვენ ერთად უნდა დავწეროთ ჩვენი დროის ისტორია

პარტია ,,ქართლული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ კოლაგის, ვეჯინის, ჭანდრისა და სოფელ გურჯაანის მაცხოვრებლებს შეხვდა. სოფელ კაჭრეთში კი სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,აისსის“ ღია კარის დღეს დაესწრო.
მერობის კანდიდატმა სოფლის მაცხოვრებლებს თავისი პროგრამა გააცნო, განათლების ხელშეწყობასა და პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრების საჭიროებაზე ისაუბრა.
,,პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრები ქმნის შესაძლებლობას, ახალგაზრდამ მოკლე ვადაში ხარისხიანად და საფუძვლიანად მიიღოს პროფესიული განათლება, რომელიც ასევე მოკლე ვადაში განაპირობებს მათ დასაქმებას და შემოსავლის გაჩენას. ჩვენი ძლიერი მხარე სწორედ ახალგაზრდა თაობაა, რომლებთან ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი დროის ისტორია“ -აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.
,,სახელმწიფოსგან ბევრ კარგ რამეს ველოდებით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდების წახალისების კუთხით. მათი გააქტიურებაა საჭირო მთელი რაიონის მასშტაბით,“- აღნიშნა სოფელ ვეჯინში მცხოვრებმა მარინა ხიმშიაშვილმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები