საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მომხდარი სკანდალური ამბავი გრძელდება (ვიდეო)

ხატია ურიგაშვილი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მერობის კანდიდატებთან წინა საარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს ვრცელი პოსტით განმარტავს და აღნიშნავს, რომ აკადემიურ სივრცეში საკუთარი ინტერესებს ბოროტად იყენებენ.
“მოკლე მიმოხილვა ინციდენტის, რომელიც მოხდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მერობის კანდიდატებთან წინა საარჩევნო შეხვედრაზე. სანამ უშუალოდ ინციდენტზე გადავალ, მკაფიოდ მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქმე გვაქვს აკადემიურ სივრცეში საკუთარი ინტერესების გამო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, კერძოდ კი სტუდენტების დავალდებულებას, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში შეხვდეს კონკრეტულ კანდიდატებს და არა ყველას.
ორი სახის ტყუილსა და პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირველი – ის რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებების ხელმძღვანელი, ქალბატონი ცირა ელისაშვილი მისი თანაგუნდელის გაპიარებისთვის იყენებდა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და ავალდებულებდა მისი მიმართულებების სტუდენტებს დასწრებოდნენ წინასაარჩევნო შეხვედრებს, რაც ყოვლად დაუშვებელია აკადემიურ სივრცეში თუ ეს ხდება სალექციო საათების ხარჯზე და სტუდენტების ნების საწინაამღდეგოდ. მეორე – თუ კი უნივერსიტეტი საკუთარ აკადემიურ ტრიბუნას მისივე უნივერსიტეტის სტუდენტების ცნობიერების ასამაღლებლად უთმობს კანდიდატებს, საშუალება უნდა მიეცეს ყველას და წარმოდგენილი კანდიდატები გაურკვეველი სელექციის პრინციპით არ უნდა იყვნენ შერჩეულნი.
რაც შეეხება ტყუილებს:
1. როგორც გვპასუხობენ რომ ყველა კანდიდატს დაუკავშირდნენ ეს არის სიცრუე.
2) ისევე როგორც სიცრუეა რომ მე არ ვარ ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც აპროტესტებს მის უნივერსიტეტში მომხდარ ყოვლად მოიუღებელ ფაქტს.
P.S მას შემდეგ რაც ჩვენ აღნიშნული ფაქტები გავაპროტესტეთ, GIPA-მ და ქალბატონმა ცირა ელისაშვილმა შეცვალეს გადაწყვეტილება და წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრება აღარ არის სავალდებულო საჯარო პოლიტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის!
P.P.S ჩვენი პოზიცია რომ არ ყოფილიყო მართებული GIPA არ შეცვლიდა გადაწყვეტილებას”, – წერს ხატია ურიგაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები