ანა დოლიძე: იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო თანხმობის შანსს ხელიდან არ გაუშვებს

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის გადაგზავნილი 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

“დღევანდელი მოტივირებული შენიშვნები უპრეცედენტოა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის ვეტო ქვეყნის უმაღლეს კანონზე, კონსტიტუციაზე და იმიტომ, რომ ეს არის თანხმობის ვეტო, რადგან ვეტოს რეალურად ორი პატრონი ჰყავს – ეს არის უმრავლესობა, რომლის 5 პრინციპული საკითხია გათვალისწინებული ამ ვეტოში და ასევე არის ოპოზიცია, რომლის 20 პარტიისაგან შემდგარმა გუნდმა ამ დოკუმენტის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა

შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ამ თანხმობის შანსს უმრავლესობა არ გაუშვებს ხელიდან და გულისყურით მოეკიდება მას”, – აღნიშნა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები