საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ესპანეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ესპანეთის სამეფოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებებიდა თავისუფლებები”,– ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები