გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას
ჩვენ მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და უარვყოფთ ცალმხრივ ქმედებებს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
„ვიმედოვნებთ, კრიზისი ესპანეთის კონსტიტუციის შესაბამისად გადაიჭრება“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.