“პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ხვალ პარლამენტში არსებულ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შევლენ”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ხვალ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შევლენ, – ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პრესსამსახურმა მიაწოდა. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, ადმინისტრაციის თანამშრომლებს პრეზიდენტის სამუშაო ოთახის გაღებაზე უარი პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ უთხრა, თუმცა ეს ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„აპარატს იურიდიულად არ აქვს პრეზიდენტის ოთახის გაღების უფლება, როცა პრეზიდენტი იქ არ იმყოფება, ამიტომ, ალექსანდრე ტაბატაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ალტერნატიული ოთახები შესთავაზა, თუმცა პირადად პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ არ შეიქმნას ამ კუთხით პრობლემა“, -აცხადებენ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ქუთაისის პარლამენტის შენობაში მდებარე პრეზიდენტის ოთახში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები