მამუკა მდინარაძე: ვეტოს დავძლევთ, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებიდან ოთხს ვეთანხმებით

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ხვალ ვეტოს დაძლევს.
კომიტეტზე, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
„პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებიდან ოთხი არის, რომელსაც პრაქტიკულად ჩვენც ვეთანხმებით. აქ საუბარია ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებზე. დანარჩენი ორიდან ერთი შეეხება ჩვენი ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ მომავალს და მეორე არის იურიდიული აბსურდი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები