ლელა ჩიქოვანი ჰოლანდიის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნიდერლანდების სამეფოს სპეციალურ წარმომადგენელს კონტრტერორიზმის საკითხებში ალე დორჰუტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ჰოლანდიის დელეგაციის წევრებს „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავაც ესწრებოდა.

შეხვედრა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები