იან კელი: აშშ-ს აქვს საქართველოს დახმარების ძლიერი სურვილი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას აფასებს.
„უკვე მესამე წელია, რაც ამ კონფერენციას ვესწრები და ვხედავ, თუ როგორ გაიზარდა ამ ხნის განმავლობაში არამხოლოდ მონაწილეების რაოდენობა, არამედ ჩართულობის დონე“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბირსას იან კელიმ.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქვთ საქართველოს დახმარების ძლიერი სურვილი.
“ჩემი აზრით, ეს არის საქართველოს მნიშვნელობის ზრდის ნამდვილი გამოხატულება და პარტნიორების მხრიდან აღიარება იმ მძიმე გამოწვევებისა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით აქვს და რომელსაც ქვეყანა წარმატებით უმკლავდება. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქვთ საქართველოს დახმარების ძლიერი სურვილი. რაც შეეხება კონფერენციის თემებს, მე ველი პანელს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელშიც თავად ვმონაწილეობ. ჩვენ ყველანი, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, შეძრწუნებული ვართ ყირიმის ანექსიით, ხურჩის გამშვები პუნქტის დახურვით და რუსეთის მხრიდან ნატოს თვითმფრინავისა და შავ ზღვაში გემის მიმართ აგრესიული ქმედებებით. ძალიან საინტერესო კონფერენციაა”, – აღნიშნა იან კელიმ.
მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს ორმხრივი როლი აქვს: ერთი, როგორც შავი ზღვის ტერიტორიაზე სანაპირო სივრცის მქონე ქვეყნის და მეორე, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გამტარის – პორტის ფუნქციის მქონე.
“ასე რომ, საქართველოს აქვს როგორც სტრატეგიული, ისე პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა”, – განაცხადა კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები