გია ვოლსკი: ვეტო უნდა დაიძლიოს, აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული შენიშვნებია და თანაც გვატყუებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვეტოს დაძლევის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უნდა დაიძლიოს.
როგორც მან განაცხადა, ყველა საკითხი გათვალისწინებულია და მმართველი გუნდი მზად არის, ახალი ინიციატივითაც შევიდეს, რაც ქვეყნის ზრუნვით იქნება განპირობებული.
დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა გათვალისწინებული.
„რასაკვირველია, ვეტო დაძლეულ უნდა იქნას. ვიფიქრებდი, რომ მართლა გულწრფელი დამოკიდებულებაა და მისი პირადი შეხედულებების გარდა არის კონსულტაციების საგანი ეს თემა, მაგრამ აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული შენიშვნებია და თანაც გვატყუებენ. ეს 6 შენიშვნა არის, 5 თქვენც მოგწონთ და ბარემ მეექვსესაც დაუჭირეთ მხარიო. ამ დროს პირიქით, ყველა საკითხი გავითვალისწინეთ, იმაზეც მზად ვართ, რომ ახალი ინიციატივით შემოვიდეთ და ვფიქრობთ, რომ ეს ქვეყანაზე ზრუნვით არის განპირობებული. თუკი სერიოზული შენიშვნები გაუჩნდება ვინმეს ისეთი, რომ ადრე ვერ შევამჩნიეთ და ეს გამოიწვევს პოზიტიურ ცვლილებას, მზად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი, რომ აიღოს პასუხისმგებლობა და ინიციატივა შემოიტანოს.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, გვეუბნება ვენეციის კომისია, რომ არ შეიძლება ამ უფლებამოსილებებით პირდაპირი არჩევა, რადგან ზედმეტ რესურსს აძლევს მას, რომ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაცია შემოიტანოს. რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტი არ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს, ხალხს არ ვართმევთ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლებას. ხალხი ირჩევს თავის წარმომადგენლებს, რომელიც აირჩევს პრეზიდენტს, სხვა წარმომადგენლებთან ერთად”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები