ლიკა ქავჟარაძის ბიძაშვილი: გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულით გამოწვეული პრობლემები გახდა

ლიკა ქავჟარაძის ბიძაშვილის, გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულით გამოწვეული პრობლემები გახდა.
ფალავანდიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში მსახიობი აქტიური იყო, თავს კარგად გრძნობდა. თუმცა, დატვირთვის დროს სუნთქვა უჭირდა.
”ბოლო ხანებში ცუდად იყო, ჩვენთანაც რომ იყო სახლში, კიბეზე ამოსვლისას სუნთქვა უჭირდა. როგორც ჩანს, პრეპარატი ვერ გამოიყენა, გულმა შეაწუხა და სავარაუდოდ, გულის პრობლემა იყო. რაიმე დეპრესია მას არ ჰქონდა, პირიქით კარგ განწყობაზე იყო და რაღაცეებს გეგმავდა”, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ლიკა ქავჟარაძის ცხედარი აბაშიძის #62-ში საკუთარ ბინაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მსახიობს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ, პანაშვიდი კი დღეს და ხვალ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები