პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა – მათ შორის, უვადო პატიმრობაში მყოფი

საქართველოს პრეზიდენტმა „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ” განკარგულებას ხელი მოაწერა,  რომლის თანახმადაც სულ 226 პირია შეწყალებული.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა. შეწყალებულია 226 მსჯავრდებული, მათგან 141 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 85 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა.  შეწყალების კომისია  27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა და სულ 1406 პირის საქმე განიხილა.  შეწყალების აქტის საფუძველზე 226 მსჯავრდებულია შეწყალებული, მათგან 141 დაწესებულებას დღესვე დატოვებს. შეწყალების აქტი შეეხო 13 მსჯავრდებულ ქალბატონსს და ორ არასრულწლოვან მსჯავრდებულს. 13 ქალბატონიდან 12 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ერთს კი სასჯელი შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის არის ერთი უვადო მსჯავრდებული, მას პრეზიდენტმა გათავისუფლების თარიღი დაუდგინა”,- ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

პრეზიდენტის განკარგულება  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები