თამარ ტალიაშვილი: ყოფილ რეკეტიორებთან თბილისისთვის გაღებულ მილიარდიან ინვესტიციაზე საუბარი ფუჭია

საკრებულოს წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი აცხადებს, რომ ის რაც დღეს საკრებულოს შენობის წინ ხდება წინასაარჩევნოდ, პროცესების კანონის მიღმა გაყვანის მცდელობაა.
„ის რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები დღეს საკრებულოში აწყობენ, არ არის საკითხის განხილვის ფორმატი. ეს არის დებოში და როგორც შარშან, წინასაარჩევნოდ, პროცესების კანონის მიღმა გაყვანის მცდელობა. დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს არაფერი დააკლდება, თუ ისინი სხდომათა დარბაზში არ იქნებიან,  რადგან სითი პარკის ავტორებს ვერ მოვთხოვთ  დასტურს პარკინგის მშენებლობის საკითხზე“, – აცხადებს თამარ ტალიაშვილი.
მისივე თქმით,  ხალხის დარბევისა და წამების სისტემის ლიდერებთან ხალხის კომფორტზე და პანორამა თბილისის პროექტში ათასობით ადამიანის დასაქმებაზე საუბარი ფუჭია.
„როგორ  ვესაუბროთ ბიზნესის ყოფილ რეკეტიორებს თბილისისთვის გაღებულ მილიარდიან ინვესტიციაზე? მთელი საზოგადოება ერთიანია იმაში,  რომ ნაციონალურ მოძრაობასა და მათ განშტოებებს  ეს დებოში არ გამოუვიდეთ!“, – აცხადებს თამარ ტალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები