თარაშ შურღაია დიღმის მასივში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი თარაშ შურღაია დიღმის მასივში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

კანდიდატის განცხადებით, ჩაჩავას N88-ში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, უახლოეს მომავალში საცხოვრებლის გაზიფიცირება დასრულდება. აღნიშნულ ფართებში მცხოვრებ დევნილებს, საკუთარი გადაწყვეტილებით შეეძლებათ საკუთრების უფლება მიიღონ  ან 2020 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ.

თარაშ შურღია, ასევე, მესამე პროფილაქტიკურ ცენტრში და ჭიაურელის N2-ში შესახლებულ დევნილებს შეხვდა.

მისი თქმით, ცენტრში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელი ფართებით 2020 წლამდე დაკმაყოფილდებიან.

ადგილობრივმა მოსახლეობამ თარაშ შურღაიას ბოლო სამი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები