თურქეთსა და მეგობარ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მასპინძლობით მოწყობილ მიღებასა და გამოფენას დაესწრო.

აღნიშნული გამოფენა „თურქეთსა და მეგობარ და მოძმე ქვეყნებს (საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი) შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს” მიეძღვნა.

ღონისძიებაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სიტყვით გამოვიდა, რომელმაც წარმოდგენილ ქვეყნებთან თურქეთის 25 წლიანი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სხვა მონაწილე ელჩებთან ერთად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ელჩს სამინისტროსა და თურქეთის ფოსტის მიერ სპეციალურად ამ თარიღისათვის დამზადებული მემორიალური საჩუქარი გადასცა  – კონვერტი და საფოსტო  მარკა, რომელზეც გამოსახულია  ყველა იმ ქვეყნის დროშა, რომელთანაც თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს აღნიშნავს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე თურქეთსა და აღნიშნულ მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალის გამოფენა  გაიმართა. საქართველოს კუთხე 25 წლის წინ საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების და დღევანდელი ურთიერთობების ამსახველი ფოტოსურათებით  გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები