7 ოქტომბერი

17:30 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში „თბილისი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
მის: თავისუფლების 2

19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საზეიმოდ გაიხსნება მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში. ახალი თაობის გამოჩენილი პიანისტის, ლუკაშ ვონდრაჩეკისა და საერთაშორისო საფესტივალო ორკესტის კონცერტს, არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჟორჟ ბიზეს „კარმენის” მორიგი ჩვენებები გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები