არჩილ ბუკიამ საინჟინრო კომპანია IGH-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია ხორვატიული საინჟინრო კომპანია IGH-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ოლივერ კუმრიჩს და კომპანიის წყლისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დირექტორს, მიროსლავ ბლანდას შეხვდა.
შეხვედრაზე არჩილ ბუკიამ სტუმრებს საქართველოს მელიორაციის განვითარების გეგმებზე, განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
საინჟინრო კომპანია IGH დაინტერესებულია საქართველოში საქმიანობის გაფართოვებით.
IGH ხორვატიაში ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და ზედამხედველობას. ასევე, პროქტების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა IGH-ის ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობების განხილვასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაში დახმარების შეთავაზებას.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც სამომავლო თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები