სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
როგორც „კვირას” უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჯეჯელავა – საქართველოს მთვარობის ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; დავით ნარმანია – ქ. თბილისის მერი; ელგუჯა (გია) გვაზავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
ვახტანგ ყოლბაია – აფხაზეთის ა/რ მთვარობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; გურამ ოდიშარია – საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი, მწერალი; დეკანოზი შალვა კეკელია, დიმიტრი ჯაიანი – აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი, ნინო თავაძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უხუცეს პროფესორს, ოთარ ვახანიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი განახლებული სასწავლო პროგრამებით, განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი სამომავლო გეგმებით დახვდა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე წელს 600-მდე პირველკურსელი ისწავლის. უნივერსიტეტს სულ 3000-მდე სტუდენტი და 270-მდე პროფესორ-მასწავლებელი ჰყავს”, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები