გიორგი კახიანი: პარლამენტს შეუძლია სამშაბათს, 14:00 საათიდან შეიკრიბოს და კონსტიტუციის პროექტზე იმსჯელოს

საქართველოს პრეზიდენტისთვის რიგგარეშე სესიის გამართვის მოთხოვნის გაგზავნიდან 48 საათი 26 სექტემბერს, 14.00 საათზე იწურება და, შესაბამისად, პარლამენტს სხდომის გამართვის უფლება აქვს.
შესაბამისი განმარტება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააკეთა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ მესამე მოსმენა კონსტიტუციური პროექტის განხილვის შემდეგ გაიმართებოდა. გვინდოდა, რომ რიგგარეშე სხდომა 26 სექტემბერს გამართულიყო და ის შემთხვევაც გავითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო პრეზიდენტს სხდომა არ მოეწვია. ვინაიდან, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მიმართვა კვირას 14:00 საათზე გაეგზავნა, 48 საათი ხვალ, 14:00 საათზე იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს შეუძლია, შეიკრიბოს და კონსტიტუციური პროექტის მიღებაზე იმსჯელოს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები