თბილისში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ სამუზეუმო დოკუმენტაცია: წარსული, აწმყო, მომავალი…“ იწყება

თბილისში, 26-29 სექტემბერს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – ,,სამუზეუმო დოკუმენტაცია: წარსული, აწმყო, მომავალი…” ჩატარდება. ICOM CIDOC-ისა (სამუზეუმო დოკუმენტაციის საერთაშორისო კომიტეტი) და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის, ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანაორგანიზატორობით კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: სამუზეუმოდოკუმენტაციისევოლუციური განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციის მენეჯმენტი, სამუზეუმო დოკუმენტაციის თანამედროვე სტანდარტები, არქეოლოგიური მასალების დოკუმენტირება, სამუზეუმო დოკუმენტაციის საერთაშორისოქსელის გამოყენება კვლევისა და განათლების ხელშესაწყობად; 21-ე საუკუნისგამოწვევები-ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა სამუზეუმოდოკუმენტაციის მეშვეობით; სამუზეუმო დოკუმენტაციის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. კონფერენციის ფარგლებში, 25 სექტემბერს ჩატარდება უფასო პროფესიული ვორკშოპები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 140-ზე მეტი უცხოელი მეცნიერი და ექსპერტი მსოფლიოს 51 ქვეყნიდან. მათ შორის, ტეხასის (აშშ), მელბურნის (ავსტრალია), ედინბურგის (შოტლანდია), მილანის (იტალია) როტერდამის ერაზმუსის (ნიდერლანდები), ოსლოს (ნორვეგია), ათენის (საბერძნეთი), პორტოს (პორტუგალია), ფლორენციის (იტალია), კანაზავას (იაპონია), რეინვარდტის აკადემიისა (ნიდერლანდები) და სხვა უნივერსიტეტების, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის, პოლ მელონის ბრიტანული ხელოვნების ცენტრის (დიდი ბრიტანეთი), იელის ბრიტანული ხელოვნების ცენტრის, ნიდერლანდების, კვიპროსისა დაგეტის (აშშ) კვლევითი ინსტიტუტების, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანების, პოლონეთის მუზეუმებისა და კოლექციების ინსტიტუტის, ლონდონის ეროვნული გალერეის, ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნული მუზეუმის, ბელგრადის ეთნოგრაფიული და სხვა მუზეუმების, ასევე, ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს და ესტონეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. კონფერენციის ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს მუზეუმების საქმიანობის გაუმჯობესებას, მუზეუმების პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაზიარებას და ინტერკულტურული დიალოგის გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები