ბაღდათის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა, დედა კი დაჭრა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში შვილმა სანადირო თოფით მამა მოკლა, დედა კი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის შესაბამის დაწესებულებაშიც მკურნალობდა.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები