საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო – გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 29 989 ლარს შეადგენს, ხოლო, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ქვეყანაში შემოიტანა 52 351,55 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს საიუველირო ნაწარმი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 771 გრამი ოქროს ნაკეთობები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 – დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები