ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულია 17 წლის ახალგაზრდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი honda-სა და ford-ის მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
honda-ის მარკის ავტომობილის მგზავრი ადგილზე დაიღუპა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები