ვაკეში, “პიქსელის” შენობასთან, სადაც ქმარმა ცოლი დაჭრა შემდეგ კი ყელი გამოიჭრა ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ და ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
დაჭრილი ქალიც და მამაკაციც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ საავადმყოფოში განუცხადეს, ქალს ოპერაცია უტარდება. მამაკაცი კი მიმღებ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.
თბილისში, ვაკეში, ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ე.წ. პიქსელის შენობასთან მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე
მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.