ვაკეში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ვაკეში „პიქსელთან“ მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
თვითმხილველების თქმით, მას შემდეგ რაც მამაკაცმა ცოლი დაჭრა, ცივი იარაღით ყელი გამოიჭრა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაცვის ცენტრ „ალგანის“ თანამშრომელია, რომელიც „პიქსელის შენობას“ იცავდა.
„კვირა“ „ალგანს“ დაუკავშირდა, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, კონკრეტული ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვთ.
ქალიც და მამაკაციც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ საავადმყოფოში განუცხადეს, ქალს ოპერაცია უტარდება. მამაკაცი კი მიმღებ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.
თბილისში, ვაკეში, ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ე.წ. პიქსელის შენობასთან მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე  მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ე.წ.პიქსელ ცენტრის ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები