დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა მოსამართლეს – „მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ“

„მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ“, – ამ სიტყვებით მიმართა ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ მოსამართლეს, რომელმაც განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
თორნიკე მამალაძემ ამ რეპლიკის შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.
მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა – ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დეკანოზი ასევე იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაშიც ცნეს დამნაშავედ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები