ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენი ხვალ გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენი ხვალ 12. 00 საათზე გამოცხადდება.

დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ პირველ სექტემბერს გავიდა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. დეკანოზი მერვე თვეა, რაც პატიმრობაშია. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები