მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, უკრაინის სასამართლოში ოთხი სარჩელია შესული

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ექს გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივიან.
სააკაშვილის წინააღმდეგ კიევის რაიონულ სასამართლოში ოთხი სარჩელია შესული. კერძოდ, მის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა, ქვეყნის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელმა რომან ნასიროვმა და უმაღლესი რადას დეპუტატებმა, ფრაქცია „სახალხო ფრონტის“ წევრებმა სერგეი პაშინსკიმ და ანდრეი ივანჩუკმა.
კიევის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში განიხილავს.
2016 წელს ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელი რომან ნასიროვი კორუფციაში და რეფორმების შეფერხებაში დაადანაშაულა.
რეფორმების დაბრკოლებაში მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრსაც დასდო ბრალი. 2015 წლის დეკემბერში ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და არსენ ავაკოვს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ავაკოვმა სააკაშვილს წყალი შეასხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები