ადვოკატი: ოთარ აბესაძე მას შემდეგ გახდა ცუდად, რაც ბრალდებამ მტკიცებულებები წარადგინა

“ოთარ აბესაძე მას შემდეგ გახდა ცუდად, რაც ბრალდებამ მტკიცებულებები წარადგინა“ – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
ადვოკატის თქმით, წინასასამართლო სხდომის გადადება თავად ბრალდებულმა მოითხოვა. მისივე განმარტებით, სხდომის დახურვის შესახებ შუამდგომლობა სწორედ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
“ოთარ აბესაძე მას შემდეგ გახდა ცუდად, როდესაც ბრალდებამ წარადგინა მტკიცებულებები, მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, შემიძლია გითხრათ, რომ პერსონალურ მონაცემებში სწორედ ამას ვგულისხმობთ – ანუ ეს ეხება მის ჯანმრთელობას, სხვა დეტალებს ვერ გეტყვით. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად ოთარ აბესაძემ ითხოვა სხდომის გადადება”, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.
მისივე თქმით, დაცვის მხარე ხვალ აღმკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხსაც დააყენებს სასამართლოზე. ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ ეტაპზე საქმეში ახალი გარემოება არ არსებობს, რის გამოც, პატიმრობა ნაკლებად მსუბუქი სასჯელით უნდა შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები