ოკამთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა – არიან დაშავებულები

ოკამთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სადაც ცეცხლმოკიდებული მანქანის 3 მგზავრი დაშავდა.
„კვირას“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ამ დროისათვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები