წითელ ხიდზე 16,780 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე 16,780 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 16,780 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ 31 აგვისტოს აღმოაჩინეს.
თურქეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ტვირთი, კუთვნილ ავტომანაქანაში მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს არადეკლარირებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთვა და ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები