კიევში საქართველოს ექსპრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილი დააკავეს

კიევში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი დააკავეს. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, მისი ძმა კიევში სახლიდან გამოსვლისას დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
„როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ჩემზე გავლენის მოხდენას, რათა მე უკრაინაში არ დავბრუნდე. ცუდად მიცნობთ. პირიქით, ეს სიტუაცია უფრო გააძლიერებს ჩემს მტკიცე განზრახვას, დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისგან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე კიევიდან მობილური ჯგუფები გააგზავნეს, რადგან ადგილობრივ მესაზღვრეებს არ ენდობიან.
„მობილური ჯგუფების მიზანია, საზღვარზე არ შემიშვან და პასპორტი წამართვან. საზღვარზე შეხვედრამდე!“ – დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები