მებაჟეებმა საბაჟო-გამშვებ 3 პუნქტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო- გამშვებ პუნქტებში – ”სადახლოზე”, ”ყაზბეგში”, ”მტკვარსა” და თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს.
როგორც ”კვირას“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 21 – 30 აგვისტოს, საბაჟო – გამშვებ პუნქტებში: ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,ყაზბეგი“, ,,მტკვარი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, ნარკოტიკული (12 აბი), ნარკოტიკულ-ფსიქოტროპული (16 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერება ,,ოპიუმი“ (1.3კგ.) და მარიხუანა (0.78 გრ.) აღმოაჩინეს.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები