ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება. პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც ბრალდებული საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.
როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმეების ჩვენებებისა და მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სწორედ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს.
”დავკითხეთ 100-ზე მეტი მოწმე. გამოვიკვლიეთ 10 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, ასევე აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, კომპიუტერული ექსპერტიზების შედეგად აღდგენილი ფაილებიც, რომლებიც ადასტურებენ მამალაძის ბრალეულობას. გვაქვს გონივრული მოლოდინი და ვართ დარწმუნებულები, რომ მამალაძის მიმართ დადგება აუცილებლად გამამტყუნებელი განაჩენი”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები