გაჩიანში 42 წლის მამაკაცის წამების ფაქტზე 5 პირია დაკავებული

შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გაჩიანში 42 წლის მამაკაცის წამების ფაქტზე სულ 5 პირია დაკავებული.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. რაც შეეხება თავად ძალადობის მსხვერპლის, 42 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ოჯახის ინფორმაციით, ის რეანიმაციული განყოფილებიდან სტაციონარში გადაიყვანეს. „მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ ახლობლები.
ნაცემი მამაკაცის ოჯახის წევრების მტკიცებით, ძალადობის ფაქტში 15-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდანაც ჩანს. შესაბამისად, ისინი დანარჩენი პირების დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯასაც მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში 42 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენიმე პირმა ჯერ სცემა, შემდეგ კი, მასზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები