მამაკაცის წამების ფაქტზე ქვემო ქართლში 5 პირი დააკავეს

ქვემო ქართლში 5 პირია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით მათ ბრალად მამაკაცის წამება და ედებათ.
შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
დაზარალებული საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წამებას გულისხმობს. დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ წამებასთან ერთად ადგილი ჰქონდა მამაკაცის გაუპატიურებასაც, თუმცა, აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ, რადგან დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები