ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი ჩაერთო, ადგილზე ასევე მობილიზებულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი.
როგორც „კვირას“ კორესპონდენტი ბორჯომიდან იტყობინება ბორჯომის ხეობაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მინისტრთა კაბინეტის წევრები.
შესაბამისი შტაბი მუშაობას განაგრძობს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ხანძრის რამდენიმე კერაა, მათი ცნობით, ცეცხლი აღნიშნულ ტერიტორიაზე ძირითადად ბუჩქნარს უკიდია. ამ დროისთვის ბორჯომში ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანის ვერტმფრენი მუშაობს ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი მედიისთვის კომენტარს გააკეთებს.
https://www.youtube.com/watch?v=XEHfc1ZFnKw&feature=youtu.be