ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ისანში, ე.წ. ავტომანქანების დაშლილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას, ე.წ. დაშლილების ბაზრობაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლი 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 20-მდე სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები