სასამართლომ ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ აღნიშნულის შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ დაგვიანებით დაიწყო და შემდეგ დროებით შეჩერდა.
წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 ოქტომბერს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები