ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ფაილ ჰუსეინოვს პატიმრობა შეეფარდა

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ფაილ ჰუსეინოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა – ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ ცოტა ხნის გამოიტანა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატი, 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავად ბრალდებული პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმებოდა და აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელია, მაგრამ როდესაც მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები მივიდნენ, ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია.
ნარკოტიკის ჩადებაზე მის ბრალდებას სამართალდამცველების მიმართ, საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაკავებულის სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჰეროინი და მორფინის მარილი ამოიღეს. შეგახსენებთ, რომ ჰუსეინოვი ფონიჭალაში ორი დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები