Gem Fest-ზე მყოფი 6 ახალგაზრდის მიმართ, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებული, გამოძიება დაიწყო

Gem Fest-ზე მყოფი 6 ახალგაზრდის მიმართ, რომლებიც ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
შსს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პარალელურად, ცნობილია, რომ გამოძიება 22 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზეც დაწყებულია, რომელიც ასევე სსკ-ის 115 მუხლით, მიმდინარეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით, სასწრაფო -სამედიცინო ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 6 ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანა. კლინიკაში ექვსივე ინტოქსიკაციის დიაგნოზით მოთავსდა. საავადმყოფოს ხელმძღვანელის, როლანდ ახალაიას ინფორმაციით, ამჟამად ხუთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ხელოვნური სუნთქვის აპარატი უკვე აღარ სჭირდებათ, ხოლო ერთი პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები