თურქეთში სამი ქართველი დააკავეს

თურქეთის პროვინციებში – იალოვაში, ბურსაში, კოჯაელსა და ბალიკესირში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს, – ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ვებგვერდი haberler.com ავრცელებს.
მედიასაშუალება დაკავებულების ინიციალებს და ასაკს აქვეყნებს: С.Т. (32), Z.N. (34) и С. С. (32). მათივე ცნობით, ისინი ბინებს ტეხდნენ და ტექნიკასა და ძვირფასეულობებს იპარავდნენ.
პოლიციამ დამნაშავეები დევნის შედეგად დააკავა. მანქანაში მათ მოპარული ნივთები, ძვირფასეულობა და თანხა აღმოაჩნდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები