„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან
„ბავშვთა სამყაროს“ დაკავებული დირექტორი გიორგი მაჭავარიანი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მალხაზ თევზაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან.
მოსამართლემ გიორგი მაჭავარიანს 50 ათას ლარიანი, ხოლო მალხაზ თევზაძეს კი 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა სასამართლოს განაჩენს, ამას მოსამართლის გადაწყვეტილების მოტივაციის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გუშინ დააკავეს.