„ტყვიის შემცველობაზე ჩატარებული კვლევებით გამოვლენილი დარღვევები არ არის მასშტაბური და მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“


სურსათის ეროვნული სააგენტო ტყვიის შემცველობაზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ გამოვლენილი დარღვევები არ არის მასშტაბური და მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი არ აქვს.
როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ბაზარზე უვნებელი სურსათის განთავსების და რეალიზაციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე კვლევებს ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, გამკაცრებული ნორმატივებით, ინტენსიურად ახორციელებს.
„გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც მავნე სურსათის სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას და განადგურებას გულისხმობს. ამასთან, ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევების შესახებ მიეწოდება შესაბამის უწყებებს – გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
ლაბორატორიული კვლევების და დარღვევების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე http://nfa.gov.ge/ge/inspeqtirebis-shedegebi
2012-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და სასმელების 2687 ნიმუში, საიდანაც ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში (აღებული ნიმუშების 2,38 %).
აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობიდან, ცხოველური წარმოშობის სურსათზე (ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი) 778 კვლევა ჩატარდა, საიდანაც დარღვევის 53 შემთხვევა 2015-2016 წლებში აღინიშნა. დარღვევებთან დაკავშირებით, გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ტყვიის შემცველობაზე კვლევები ტარდება თაფლშიც. სულ გამოკვლეულია თაფლის 80 ნიმუში (ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტში „ბიორი“), სადაც არც ერთი დარღვევა არ არის გამოვლენილი“, – აღნიშნულია სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციაში.
ანგარიშები – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი #6, 0159
nfa.gov.ge
ანგარიშები – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი #6, 0159

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები