გარემოს ეროვნული სააგენტო: განსაკუთრებით ცხელი ზაფხული 2000, 2006 და 2010 წლებში იყო

„2017წლის 27 ივლისს დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +39, +41 გრადუსის ფარგლებში მერყეობდა. კერძოდ, სენაკში +39, ალპანაში +40, სამტრედიასა და ზესტაფონში +41 გრადუსი დაფიქსირდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემებით, განსაკუთრებით ცხელი ზაფხული 2000, 2006 და 2010 წლებში იყო.
„სტატისტიკური მონაცემებით, განსაკუთრებით ცხელი ზაფხული იყო 2000, 2006 და 2010 წლებში. მათ შორის, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა 2000 წელი. 2000 წლის 30 ივლისს საქართველოში დაფიქსირდა ჰაერის ტემპერატურის შემდეგი აბსოლუტური მაქსიმუმები: მარტვილი, ფოთი, სამტრედია + 45, ქუთაისი + 43, ზესტაფონი, ზუგდიდი, საქარა, საჩხერე, ამბროლაური + 42, ცაგერი, ხულო, ახალციხე, ქობულეთი + 41 გრადუსი“,- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები