პროკურორი: დასტურდება, რომ დეკანოზმა ნამდვილად მოამზადა თეთრუაშვილის მკვლელობა და შეიძინა იარაღი

„აღნიშნული 10 ტომის გამოკვლევით, ნამდვილად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ნამდვილად მოამზადა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა და მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა იარაღი“, – ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმაზე აპელირება, რომ დაცვის მხარეს ხელი ეშლებოდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, სიცრუეა.
“ვასრულებთ წერილობით მტკიცებულებებს, გამოკვლეული იქნა 10 ტომი. აღნიშნული 10 ტომის გამოკვლევით, ნამდვილად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ნამდვილად მოამზადა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა და მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა იარაღი. რაც შეეხება დაცვის მხარის განცხადებებს, დღე არ გადიოდა, რომ მათთვის სასურველი განცხადება არ გაეკეთებინათ. შესაბამისად, იმაზე აპელირება, რომ მათ ხელი ეშლებოდათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები