”ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გიორგი მაჭავარიანი ბრალს არ აღიარებს

”გიორგი მაჭავარიანი ბრალს არ აღიარებს. მისი სურვილია, რომ სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში წარადგინოს ყველა დოკუმენტაცია”, – ამის შესახებ გიორგი მაჭავარიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარე საზოგადოებასა და სასამართლოს ყველა სამართლებრივ დოკუმენტაციას წარუდგენს.
”გიორგი მაჭავარიანი ბრალს არ აღიარებს. მისი სურვილია, რომ სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში წარადგინოს ყველა დოკუმენტაცია. დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ დოკუმენტაციას წარუდგენს საზოგადოებასა და სასამართლოს, რაც გიორგი მაჭავარიანის უდანაშაულობას დაამტკიცებს”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
მისივე თქმით, 243-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლითაც დაკავებულია გიორგი მაჭავარიანი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს ბრალი ცოტა ხნის წინ წარედგინა.
საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი – გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი –  მიხეილ თევზაძე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები