პროკურატურა: უკრაინისთვის ჩერნოვეცკის გადაცემა ვერ მოხდება, რადგან იგი საქართველოს მოქალაქეა
„საქართველოს პროკურატურაში ლეონიდ ჩერნოვეცკის უკრაინული მხარისთვის გადაცემის მოთხოვნა არ შემოსულა”, – ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ჩერნოვეცკის გადაცემა ვერ მოხდება, რადგან იგი საქართველოს მოქალაქეა და კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა დაუშვებელია.
„საქართველოს პროკურატურაში ლეონიდ ჩერნოვეცკის უკრაინული მხარისთვის გადაცემის მოთხოვნა არ შემოსულა. თუმცა ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ვერ მოხდება მისი გადაცემა რადგან იგი არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა დაუშვებელია“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა.
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ეხება კიევის გზაზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის უკანონო მშენებლობის ფაქტს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ამჟამად კიევი ყოფილი მერის ადგილსამყოფელი უცნობია.
სამართალდამცავების თქმით, ის გამოძიებას თავს არიდებს, ამიტომ სასმართლომ მისი დაპატიმრების ნებართვა გასცა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილი სხვა პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება.