ირაკლი კობახიძე: კათოლიკოს-პატრიარქის მეოხებითა და კურთხევით, საქართველოში უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა

კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ ძალიან დიდი სიყვარულიდან გამომდინარე, სნო იქცა ქართველებისთვის წმინდა ადგილად – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სნოში სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ადგილობრივებს სნოში სასტუმროს გახსნა მიულოცა.
„მინდა მოგილოცოთ დღეს სნოში სასტუმროს გახსნა. როგორც პრემიერმა ბრძანა, ამას აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა. კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ ძალიან დიდი სიყვარულიდან გამომდინარე, სნო იქცა ქართველებისთვის წმინდა ადგილად. ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ამ ადგილზე ასეთი მნიშვნელოვანი საქმის მოწმე ვართ.
კათოლიკოს-პატრიარქის მეოხებითა და კურთხევით, საქართველოში უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა და დღესაც ვართ ამ ერთ-ერთი საშვილიშვილო საქმის მომსწრე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები