19 წლის მამიდაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს სახაზინო ადვოკატი იცავს – ახალაია დუმილის უფლებას იყენებს

19 წლის ანა ხელაძის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ რობერტ ახალაიას უფლებებს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს.
როგორც „კვირას“ ადვოკატმა ოლგა გეჯაძემ განუცხადა, იგი გარდაცვლილის ბიძაშვილს, რობერტ ახალაიას გუშინ საპატიმროში შეხვდა.
„შევხვდი, მე მას ავუხსენი, რომ ამ ეტაპზე მის ინტერესებს დავიცავდი. მადლობა გადამიხადა. თუმცა, გამოძიების პროცესში თუ ოჯახის წევრებს სურვილი გაუჩნდებათ კერძო ადვოკატის აყვანის, რა თქმა უნდა, ეს მათი უფლებაა და მე საქმეს ჩამოვცილდები“, – აღნიშნა ადვოკატმა ოლგა გეჯაძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, რობერტ ახალაია დუმილის უფლებას იყენებს და ამ ეტაპზე, არაფერზე საუბრობს.
მისივე თქმით, რობერტ ახალაიას ბრალს დღის ბოლომდე წაუყენებენ.
ადვოკატის თქმით, მას ჯერჯერობით არც საქმის მასალები გადასცემია და შესაბამისად, მისთვის უცნობია, რა მტკიცებულებები აქვს საქმეში გამოძიებას.
სამართალდამცველებმა უზნაძის ქუჩაზე, N 117-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 19 წლის ანა ხელაძე ყელგამოჭრილი ორი დღის წინ იპოვეს. მკვლელობის ფაქტზე, გარდაცვლილის ბიძაშვილი, 22 წლის რობერტ ახალაია დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები